ირაკლი კობახიძე - პირველი აღიარება მოვისმინეთ, რომ ხაზარაძე გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება - შეიძლება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მეორე აღიარება

აღიარებულია ის, რომ ხაზარაძე კონკრეტული გარიგების საფუძველზე გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა კიდე უფრო საინტერესოა, არსებობდა თუ არა რეალურად ასეთი გარიგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, შემოსავლების სამსახურის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის ქირაობის საკითხზე მოკვლევის დაწყებას შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, უფრო საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს „მეორე აღიარება, რომელიც მომავალში შეგვიძლია მოვისმინოთ“.

„პირველი აღიარება უკვე მოვისმინეთ. რეალურად, აღიარებულია ის, რომ ხაზარაძე კონკრეტული გარიგების საფუძველზე გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, არსებობდა თუ არა რეალურად ასეთი გარიგება. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. რეალურად, მართლა გადასახადის არ გადახდას ჰქონდა ადგილი თუ სინამდვილეში არ იყო არავითარი ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების დაქირავებას. ეს არის მთავარი კითხვა ახლა. პირველი აღიარება მოვისმინეთ, თუმცა შეიძლება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მეორე აღიარება, რომელიც მომავალში შეგვიძლია მოვისმინოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო. მათივე განცხადებით, ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები გატარდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს