ირაკლი კობახიძე - გაეროს კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად

გაეროს კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან.

„საქართველო ათამდე ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან, დასავლეთთან აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შესაბამის ქვეყნებთან, ჩვენს პარტნიორებთან ინფორმაციის ურთიერთგაზიარება და თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფართო მსჯელობის გაშლა. მონაწილეობა მივიღეთ პლენარულ სხდომაზე. გვქონდა გამოსვლის შესაძლებლობა და ასევე ამ ფორმატმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები. ასევე, შეხვედრა გვქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან, სადაც საინტერესო საუბარი შედგა სხვადასხვა თემაზე. მთლიანობაში, ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს