მაკა ბოჭორიშვილი - „MEGOBARI აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი - ჯო უილსონი საქართველოსთან არამეგობრული ურთიერთობების განვითარებას ლობირებს

„MEGOBARI აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი - კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოსთან არამეგობრული ურთიერთობების განვითარებას ლობირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს შესახებ არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს და საქართველოსთან არამეგობრულ დამოკიდებულებაში არის ჩართული.

„აღნიშნული აქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის დამაზიანებელი ეფექტის მომტანი იქნება. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ “MEGOBARI აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ის ვინც ლობირებს ამ დოკუმენტის მიღებას, რა თქმა უნდა, ვერ განიხილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაძლიერების მომხრედ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა