საქართველო-რუსეთის საზღვარზე ჩარჩენილმა უკრაინის ხუთმა მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ჩარჩენილმა უკრაინის ხუთმა მოქალაქემ „ქართველი მესაზღვრეების ქმედებების გამო“ უვადო შიმშილობა გამოაცხადა,- ამის შესახებ ერთ-ერთმა მოშიმშილემ, სერგეი ლარკომ გამოცემასთან “ეხო კავკაზა” საუბარში განაცხადა.

ლარკოს თქმით, რომელიც დაახლოებით ერთი თვეა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე” იმყოფება, აქციის მონაწილეები ქართველი მესაზღვრეებისთვის აპირებენ შიმშილობის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადების გადაცემას.

მან გამოცემას თავისი მიმართვის ასლი წარუდგინა, რომელშიც აღნიშნულია შიმშილობის მიზეზები და მოშიმშილეთა მოთხოვნები.

„მე, ლარკო სერგეი ალექსის ძე, ქართველი მესაზღვრეების უკანონო ქმედებებისა და ჩემი უფლებების დარღვევის გამო უვადო შიმშილობას ვაცხადებ…

არაადამიანურ პირობებში მომაქციეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “დარიალზე” 97 ადამიანთან ერთად, რომელთა შორის არიან აივ ინფექციითა და ტუბერკულოზით დაავადებულები. უარი მითხრეს საქართველოში შესვლაზე, თავშესაფრის შესახებ განაცხადის გაკეთებაზე, იურიდიულ დახმარებაზე და დაკავების გასაჩივრების შესაძლებლობაზე“, - წერს ლარკო.

მისი თქმით, მისი რუსეთიდან დეპორტაცია 2025 წლის 21 ივნისს მოხდა, ხოლო საქართველოში მოხვედრისთანავე მას პასპორტი წაართვეს და კანონიერი საფუძვლების გარეშე მისი ბიომეტრიული ინფორმაცია შეაგროვეს.

მოშიმშილეები მოითხოვენ: მათთან უკრაინელი კონსულის დაშვებას, მათი დაკავების მიზეზების განმარტებას, საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას ან საერთაშორისო დაცვის შესახებ განაცხადის გაკეთებას, სამედიცინო შემოწმების ჩატარებას და მათი უკანონო დაკავების შეწყვეტას. მათი თქმით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.

ცნობისთვის, კრემლი საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ უშვებს პატიმრებს, რომლებიც თავდაპირველად გასამართლებული იყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც შემდგომში რუსული ოკუპაციის ქვეშ მოექცა. შემთხვევების უმეტეს ნაწილში ისინი სასჯელს რუსულ პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდნენ, სადაც ისინი რუსებმა იძულებით გადაიყვანეს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს