მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა: „არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორიზმს“, იმართება

„არ გაბედოთ!“ ამ ლოზუნგით „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და აქტივისტ, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად „ფილარმონიიდან“ პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

„ფილარმონიასთან“ მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია ქალებმა დააორგანიზეს. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით - „არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორიზმს!“.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ „თავისუფლება მზიას, თავისუფლება ნინო დათაშვილს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“.

როგორც ცნობილია, მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

რაც შეეხება ნინო დათაშვილს, მისი უფლებადამცველის, თამარ გაბოძის განცხადებით, დათაშვილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, 6 აგვისტოს გადაიყვანენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს