შალვა პაპუაშვილი - მივმართავ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ ქართველი ხალხის უფლებას, უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი -  ეს არჩევნები იქნება ტესტი, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ - მხოლოდ ხინკალს

დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო ან საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობას ეხება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, დიპლომატები „ვალდებული არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს“.

მისი განცხადებით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, „ჭარბად ვიხილეთ წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსების და დიპლომატების მონაწილეობა, როგორც განცხადებებით, ისე აგიტაციის დაფინანსებით“.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნა.

დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო ან საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობას ეხება.

საარჩევნო კანონმდებლობა ვრცელდება საქართველოში მყოფ ყველა პირზე, მათ შორის, დიპლომატებზეც. ვენის კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, დიპლომატები "ვალდებული არიან პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში".

სამწუხაროდ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, ჭარბად ვიხილეთ წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსების და დიპლომატების მონაწილეობა, როგორც განცხადებებით, ისე აგიტაციის დაფინანსებით. რაც, როგორც ვენის კონვენციის, ისე საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა იყო.

ეს აღარ უნდა განმეორდეს.

ამიტომ, განსაკუთრებით მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ქართველი ხალხის უფლებას უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი.

ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ - მხოლოდ, ხინკალს.

ჩვენ, ამ საკითხს, დეტალურად მივადევნებთ თვალყურს“, - წერს პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს