„თბილისის აკრები“ - ახალი უბანი თბილისის ცენტრში, სადაც ყველა შესაძლებლობა ახლოსაა

ბოლო წლებში თბილისში ბინის შეძენის მსურველთა პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეიცვალა - გამწვანებული გარემო და ურბანულ სერვისებთან სიახლოვე მთავარ მოთხოვნად იქცა. დედაქალაქის უახლესი პროექტებიც უკვე ამგვარად არის დაგეგმარებული. ტენდენცია გვიჩვენებს, რომ სამომავლოდ თბილისის ახალი საცხოვრებელი უბნებიც მაცხოვრებელთა აღნიშნულ მოთხოვნებს მოერგება.

სწორედ ამიტომ არის „თბილისის აკრები“ დედაქალაქის იდეალური გაგრძელება, ახალი თვითმყოფადი უბანი უნიკალური ადგილმდებარეობით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ყველა სერვისითა და ინფრასტრუქტურით, რაც თანამედროვე ადამიანს სჭირდება.

უბანი დედაქალაქში ცხოვრების სრულიად ახალ გამოცდილებას გპირდებათ. „თბილისის აკრები“ მდებარეობს ორ ყველაზე პრესტიჟულ უბანს - ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან 2 წუთის სავალზე. თბილისის მაცხოვრებლებმა „თბილისის აკრების“ ქუჩას სახელი თავად შეურჩიეს - ცოტა ხნის წინ მას დარიანის ქუჩა დაერქვა. სპეციალურად აღნიშნულ უბანში მოსასვლელად იგეგმება ახალი გზის მშენებლობაც, რაც მას კიდევ უფრო მარტივად დააკავშირებს ქალაქის ინფრასტრუქტურასთან.

უბნის მაცხოვრებლები სულ რამდენიმე წუთში მოხვდებიან ქალაქის ცენტრალურ ადგილებში, მათ შორის ბიზნესცენტრებთან, სასწავლო ობიექტებთან თუ სავაჭრო მოლებთან.

„თბილისის აკრები“ 62 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება. ის აერთიანებს ისეთ სოციალურ სივრცეებს, როგორიცაა საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, მოსასვენებელი, გასართობი და სავაჭრო დაწესებულებები. საცხოვრებელი შენობები და აღნიშნული ობიექტები ჯამში ტერიტორიის 15%-ს იკავებს. დანარჩენი 85% კი ბუნებრივი საფარია ან დენდროლოგების მიერ დამატებით გამწვანებული სივრცე იმ მცენარეებით, რომლებიც ადგილობრივ ფლორას ენათესავება. შესაბამისად, დედაქალაქის ახალი უბანი ორგანულად ერწყმის ბუნებას. „თბილისის აკრებს“ დასავლეთიდან 90 000 კვ.მ. ბუნებრივი ლანდშაფტი და ტყის მასივი ეკვრის, რაც განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის. კომპლექსის მაცხოვრებლებს ერთი მხრივ შესაძლებლობა ექნებათ, იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სადაც ჰაერის ხარისხი მკვეთრად განსხვავდება სხვა უბნებისგან და მეორე მხრივ, წვდომა ჰქონდეთ ყველა საჭირო სერვისსა და ობიექტთან და სწრაფად და შეუფერხებლად მოხვდნენ ქალაქის ცენტრში. ყველა ობიექტი, რისთვისაც აქამდე მთელს ქალაქში გადაადგილებდა იყო საჭირო, ახალ უბანში, ფეხით სავალ მანძილზე იქნება ხელმისაწვდომი.

დედაქალაქში ცხოვრების მსურველთა უმეტესობას სურს, მათი მომავალი სახლი სწორედ ასეთი იყოს - იდეალური ადგილმდებარეობით, მწვანე ნარგავებით, ყველა საჭირო სერვისით, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, მშვიდი და უსაფრთხო გარემოთი. „თბილისის აკრები“ კი პირველი თვითმყოფადი უბანია, რომელიც თქვენს ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ახალი უბანი თბილისის ცენტრში ცხოვრების უნიკალურ გამოცდილებას გპირდებათ. აქ ყველაფერია, რაც აქამდე დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გაკლდათ. ეს არის უბანი, სადაც ულევი შესაძლებლობები გელით.

„თბილისი აკრების“ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ბინის შესარჩევად ესტუმრეთ ვებგვერდს Tbilisiacres.ge.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე