„ლელოს“ ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის საბანკო ანგარიში დააყადაღა

კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა.

როგორც კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ბრძოლას“.

„უკვე 5 დღის განმავლობაში, არალეგიტიმური ხელისუფლება „ქართული ოცნება“, არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი, სხვები და სხვები ახორციელებენ სასაცილო, იუმორისტულ შეტევას კოალიცია „ძლიერ საქართველოზე“, ჩვენთვის სრულიად არასერიოზული იქნებოდა მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რომ არა ის რეალური ხელშეშლა ჩვენს საქმიანობაში, რომელსაც ისინი აწარმოებენ. 5 დღის განმავლობაში ანტიკორუფციული სააგენტო თავდასხმას ახორციელებს კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ და მისი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გაუგებრობაში, სისულელეში და იუმორისტული ჟანრის კლოუნადაში ე.წ. პრემიერმა კობახიძემ, მათ შორის გახვია გერმანიის ელჩი - გერმანიის ელჩი, რომელსაც წლების განმავლობაში უკვე აქტიურად ებრძვის „ქართული ოცნება“. 2025 წლის 1-ელ ივლისს გააკეთეს განცხადება, რომ გერმანიის ელჩი უნდა გააძევონ ქვეყნიდან. ეს გამოგონილი სიგიჟე, სიშლეგე, რომელიც შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პროპაგანდას და გაუგებარ სტრატეგიებს, წარმოადგენს სწორედ ამ ორ მიზანს-თავდასხმას გერმანიის ელჩზე და თავდასხმას იმ პროდასავლურ კოალიციაზე, რომელიც იბრძვის დღეს აქტიურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არის კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“. ამის პარალელურად, ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ უკვე თავს გვესმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიურო. ჩვენ მოგვივიდა დღეს წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცდეთ ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, დააყადაღებენ თუ არა პარტიის და კოალიციის ანგარიშს, მიუხედავად იმისა, პროპაგანდას აწარმოებენ თუ არა ჩვენი კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ ეს სასაცილოდაც არ გვყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ სიშლეგის გამოვლინება. მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ, მოვუგოთ ამ ბრძოლაში და გამოიგონეს ასეთი სასაცილო მექანიზმები.

მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ, მოვუგოთ ამ ბრძოლაში და გამოიგონეს ასეთი სასაცილო მექანიზმები, ეს არის პარტიის ანგარიშების გაყინვა და დაყადაღება. ეს არის ახალი პროპაგანდისტული ხაზის მოძიება. ჩვენ გვაქვს შეხება, როგორც ყოფილ ბიზნესმენთან მამუკა ხაზარაძესთან, რომელიც წლების გამავლობაში ასეულობით მილიონ ლარს იხდის საქართველოს ბიუჯეტში, ასეულობით მილიონი ლარით თანამონაწილეობს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაში. სხვა ყველა ის სიშლეგე, რომელიც მომდინარეობს ირაკლი კობახიძის თუ „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მხრიდან, ჩვენთვის არის სასაცილო და იუმორისტული, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლაში და წინააღმდეგობაში, სადაც „ქართული ოცნება“ ხელ-ფეხის შეკვრას ცდილობს, მათ შორის ანგარიშების დაყადაღებით და მათ შორის იმ პროპაგანდით, რომელიც საზოგადოებამ არ უნდა დაიჯეროს. სიმართლე არის ერთი-ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კუპრაძემ.

რაც შეეხება ანგარიშის დაყადაღების მიზეზს, ირაკლი კუპრაძის განმარტებით, პარტიას, 2022 წელს, გორის სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამო 130 ლარიანი ბაჟის გადაუხდელობას ედავებიან.

"2022 წელს, გორში გვქონდა სასამართლო დავა - კასპის საოლქოს ვუჩივლეთ და გვედავებიან, ბაჟი არ გადაიხადეთო, 130 ლარზეა საუბარი, არადა გადახდილი გვაქვს, რა თქმა უნდა. ისე სარჩელს ვინ მიიღებდა?" - აცხადებს კუპრაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე