ლევან სანიკიძე - შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე - სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები

შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე - ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა, სადაც ის საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს მიმართავს.

სანიკიძის შეფასებით, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას არ ნიშნავს ის, რომ სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოგვიწოდებენ.

„არ ვიცი, რა ვუპასუხო ამ კაცს? ჩარევას თუ კი ისინი ეძახიან იმას, რომ მოგვიწოდებენ, ქვეყანაში იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არჩევნები არ ყალბდებოდეს, პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობდეს და პოლიტიკური ოპონენტების ოფისების რბევის და თავყბის დალეწვით არ იყვნენ დაკავებულები, არ ვიცი, ამას თუ ეძახიან ჩარევას, არ მგონია რომ ეს ჩარევა იყოს.

სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. ქვეყანაში არ უშვებენ ეუთო-ს უმნიშვნელოვანეს გრძელვადიან მისიას, რომელიც უნდა დაკვირვებოდა ე.წ. საარჩევნო პროცესს. წმინდა წყლის რუსული სპეცოპერაცია ტარდება, სადაც შეუძლებელი იქნება, სულ რომ გაყალბება დასჭირდეთ, ამ გაყალბების დამტკიცებაც კი. [შალვა პაპუაშვილმა] ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სანიკიძე ასევე, გამოეხმაურა ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც მათ დაიწყეს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა.

სანიკიძის თქმით, „მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ შიგნით წარმოუდგენელი ბრძოლაა გაჩაღებული, მოპარული ფული ვის ჯიბეში უნდა აღმოჩნდეს და ეს კორუფციული სქემები როგორ უნდა გადაეწყოს ირაკლი ღარიბაშვილიდან ირაკლი კობახიძეზე, სხვის დეკლარაციაში ქექვა, უბრალოდ ამორალურობად მიმაჩნია“.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტექსტი, სადაც ის საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს მიმართავს, „დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ ქართველი ხალხის უფლებას, უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი“. პაპუაშვილის თქმითვე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „იქნება ტესტი, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ - მხოლოდ ხინკალს“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო