სალომე სამადაშვილი - მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და სასტიკია, თუმცა დავინახეთ, რომ რეჟიმს უკან დახევა მოუწია

ის სასჯელი, რაც მზია ამაღლობელს მიესაჯა, არაპროპორციული და სასტიკია, თუმცა დავინახეთ, რომ რეჟიმს უკან დახევა მოუწია, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა სასამართლოს განაჩენი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი იქნებოდა.

„მზია ამაღლობელის საქმე ცდება ერთი ადამიანის გამოწვევას. ეს არის შეუდრეკელი და გმირული ბრძოლის მაგალითი. ეს არის ის საქმე, რომელიც რეალურად ასახავს პოლიტიკური რეჟიმის არსს. იმ რეჟიმის, რომელიც მზადაა გათელოს ადამიანები, რათა საკუთარი ძალაუფლების დემონსტრაცია მოახდინოს.

მაინც ვფიქრობ, რომ დღეს მოუწიათ უკან დახევა და ამ საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა.

უარესის მოლოდინი გვქონდა, ბევრად უფრო მკაცრი იქნებოდა სასჯელი. ეს უნდა იყოს იმის მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. მგონია, ვერ გაბედა რეჟიმმა ორჯერ მეტი ხანგრძლივი ვადით გაეშვა მზია ციხეში ერთადერთი მიზეზით, ხედავენ, რომ მის შეუდრეკელ ბრძოლასთან ერთად, ძალიან შემართებით იბრძვის საზოგადოება, ხედავენ, რამხელა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებისგან. ეს უნდა იყოს სიგნალი ყველა პოლიტიკური პატიმრის საქმეზე და რეჟიმთან ბრძოლაში. საზოგადოების სიმტკიცეს და აქტიურ ბრძოლას შესაბამისი შედეგები მოაქვს. ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ის სასჯელი, რაც მიესაჯა არაპროპორციულია, სასტიკია, თუმცა დავინახეთ, რომ რეჟიმს უკან დახევა მოუწია“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს