თინა ბოკუჩავა - გიორგი ახობაძის გათავისუფლებამ კიდევ ერთი ბზარი გაუჩინა ივანიშვილის რეჟიმს - ხალხის ბრძოლა გამარჯვებას უახლოვდება

გიორგი ახობაძის გათავისუფლებამ კიდევ ერთი ბზარი გაუჩინა ივანიშვილის რეჟიმს — ხალხის ბრძოლა გამარჯვებას უახლოვდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

ბოკუჩავას თქმით, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მტკიცებულებების არ არსებობის გამო მოუწია გიორგი ახობაძის გათავისუფლება.

„ვულოცავ გიორგის თავისუფლებას! უდანაშაულო პოლიტპატიმრის, ექიმი გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენი იმის დასტურია, რომ რეჟიმი იშლება!

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მოუწია მტკიცებულებების არ არსებობის გამო გიორგის გათავისუფლება. თითოეული ასეთი მოგებული ბრძოლა მორალურად და პოლიტიკურად ასუსტებს რეჟიმს მის დაშლას გარდაუვალს ხდის.

ამჟამად, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ვიმყოფები ბათუმში, რომლის სახით ჩვენ დღეს ვიხილეთ ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც თავის შეუპოვრობით, სიმტკიცით და სიჩუმით, მდუმარემ ამხილა და დაამხო დღეს ივანიშვილის რეჟიმი.

თითოეული პოლიტპატიმრის სიმართლე და ბრძოლა არის ამ სახალხო რევოლუციის ნაწილი, რომელშიც აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, სადაც ივანიშვილი და მისი მოღალატე რეჟიმი დაემხობა!“ - წერს თინა ბოკუჩავა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ