ანა წითლიძე - არანაირი კონტექსტის შექმნა „დამოუკიდებელ სასამართლოზე“,  რეჟიმს არ უშველის - რეჟიმი უნდა დაინგრეს

არა მხოლოდ გიორგი ახობაძე, ყველა პოლიტიკური პატიმარი უდანაშაულოა! არანაირი კონტექსტის შექმნა „დამოუკიდებელ სასამართლოზე“ რეჟიმს არ უშველის! რეჟიმი უნდა დაინგრეს!, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

წითლიძის განცხადებით, „დამოუკიდებელი სასამართლოს“ კონტექსტის შექმნა რეჟიმს არ უშველის.

„რეჟიმი გვეუბნება, რომ ჩვენ გვყავს პოლიციელები, ძალოვანი სტრუქტურები რომლებიც მოქმედებენ „ქართული ოცნების“ დავალებით, ანუ შეუძლიათ ნარკოტიკი ჩაუდონ სრულიად უდანაშაულო ადამიანს, განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო და გაწირონ!

გიორგი ახობაძის დედა დააკვდა ამ ამბავს, 9 თვე უდანაშაულო ადამიანი ჰყავდათ ციხეში.

არა მხოლოდ გიორგი, ყველა პოლიტიკური პატიმარი უდანაშაულოა! უდანაშაულოა მზია ამაღლობელი რომელიც არც ერთი დღე არ უნდა იჯდეს ციხეში.

არანაირი კონტექსტის შექმნა „დამოუკიდებელ სასამართლოზე" რეჟიმს არ უშველის! რეჟიმი უნდა დაინგრეს!” - წერს ანა წითლიძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა