ლევან სანიკიძე - შიდა კლანური დაპირისპირებაა სასამართლოშიც - ივანიშვილს ეშინია ხალხის მუხტის, მაგრამ ცხელი შემოდგომა გარდაუვალია, ეს ქვეყანა გათავისუფლდება

გიორგი ახობაძე თავისუფალია - შიდა კლანური დაპირისპირებაა სასამართლოშიც. ივანიშვილს ეშინია ხალხის მუხტის, მაგრამ ცხელი შემოდგომა გარდაუვალია - ეს ქვეყანა გათავისუფლდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

ლევან სანიკიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებაშიც” მძიმე მდგომარეობაა, რადგან ეშინიათ „მეგობარი აქტის” , სანქციების და ქართველი ხალხის მუხტის.

„პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ყველა პატიოსან, სამართლიან მოქალაქეს, რადგან დღეს გავიმარჯვეთ ყველამ, გავუმარჯვეთ სისტემაზე, რადგან მე არ მგონია ახლა, რომ ვინმეს კეთილსინდისიერების ბუშტი გაუსკდა, უბრალოდ შიდა კლანური დაპირისპირება აქვთ სასამართლოშიც, „ოცნებაშიც” მძიმე მდგომარეობაა, ეშინიათ საგარეო უწყების, „მეგობარი აქტის”, სანქციების და რაც მთავარია ეშინიათ ქართველი ხალხის მუხტის. იმ კომისიაზეც უკან დაიხიეს, აქაც უკან დაიხიეს, მზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც ბოლომდე ვერ გაიჯეჯილეს და დარწმუნებული ვარ, რომ აი, იმ ცხელი შემოდგომის, რისიც ეშინია ივანიშვილს, მაინც მიიღებს. ვხედავ, რომ „ოცნება” ხედავს აღმავალ მუხტს, რადგან ქართველი ხალხი არც 2008 წელს საქართველოს ომში გამტყუნებაზე არ გაჩერდება სახლში, არც ამდენი პოლიტპატიმრის დაკავებას აიტანს და არც ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას და არც ქვეყნის ჩაჩეხვას და ეს ყველაფერი, როცა ერთობლიობაში გროვდება და სასექტემბროდ ყულფი უახლოვდება ყელზე ივანიშვილს, ამიტომ დაიწყო ასეთი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ იშლებიან! გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ეს აღარ არის უბრალო სიტყვები. გილოცავთ, გიორგი ახობაძე თავისუფალია, ყველა ჩვენი თანამებრძოლები იქნებიან თავისუფლები და რაც მთავარია ეს ქვეყანაც გათავისუფლდება“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა