დანიის ელჩი - საქართველოს გვერდით ვდგავართ და პატივს მივაგებთ იმ მამაც ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს სამშობლოს დაცვას შესწირეს

კიდევ ერთხელ ვადასტურებ დანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებაში.

„დღეს ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და პატივს მივაგებთ იმ მამაც ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს სამშობლოს დაცვას შესწირეს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ დანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ანე ტოფტ სორენსენი X-ზე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა