ლევან ხაბეიშვილი აგვისტოს ომზე - 17 წლის თავზე გვაქვს უკომპრომისო ბრძოლა რეალურ რუსულ ხელისუფლებასთან  - ამ ბიჭების ხსოვნის პატივსაცემად, ამ ბიჭების სულებისათვის ვალდებული ვართ, გამარჯვებამდე ვიბრძოლოთ!

17 წლის თავზე გვაქვს უკომპრომისო ბრძოლა რეალურ რუსულ ხელისუფლებასთან - ამ ბიჭების ხსოვნის პატივსაცემად, ამ ბიჭების სულებისათვის ვალდებული ვართ, გამარჯვებამდე ვიბრძოლოთ! - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.

ხაბეიშვილის თქმით, „ამ ბიჭების სისხლმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს და საქართველო იმ ოკუპაციისგან უნდა გათავისუფლდეს, რასაც ბიძინა ივანიშვილი მის რუსულ დაჯგუფებასთან ერთად აკეთებს“.

„17 წელი გავიდა მას შემდეგ, როცა ვაჟკაცი ბიჭები ჩვენი ქვეყნის მტრებს რუსებს ეკვეთნენ და მთელი საქართველოს ოკუპაციის შესაძლებლობა არ მისცეს. სამწუხარო რეალობაა, რომ 17 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, პუტინთან ერთად მოახერხა და დღეს რუსულ ხელისუფლებას მთელი საქართველო აქვს ოკუპირებული.

ჩვენ 17 წლის თავზე ნათლად დავინახეთ როგორ ასამართლებს რეჟიმი გმირებს და როგორ იძახის, რომ ყველაფერი მოჩვენებითი პიარისთვის იყო. წულუკიანის ღალატის კომისიამ არა გმირების ღვაწლის დაფასებით, არამედ გენერლების გასამართლებით დაგვამახსოვრა თავი.

გენერლებს ეკითხებოდნენ: - საიდან ისროდით? რუსებს ბალისტიკურ რაკეტებს ესროდით? მე რომ უფლება მომცეთ პირდაპირ პუტინის რეზიდენციაში ჩავაგდებდი ბალისტიკურს და უარესსაც იმის გამო, რაც მან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს გაუკეთა და რასაც აკეთებს მსოფლიოში მისი ტერორისტული მოქმედებებით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია