თინა ბოკუჩავა - ქართულ სახელმწიფოს ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს ივანიშვილი - ანწუხელიძის მემორიალთან ვართ იმისთვის, რომ მას და კრემლში მის პატრონს ვუთხრათ: ანწუხელიძე გმირი და უკვდავია

აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს სჯის, რადგან მან ქართული სახელმწიფო არ ჩააბარა მტერს - ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ბოდიშის მოხდას გვთხოვს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ბოკუჩავას თქმით, საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე არასდროს დაიჩოქებს.

„აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, საქართველოს ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ომს საკუთარ ქვეყანას აბრალებს, რომელიც იმდროინდელ უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სჯის იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფო არ ჩააბარა მტერს. ჰყავს დე ფაქტო ხელისუფლება, რომელიც ბოდიშის მოხდას გვთხოვს და რომელიც ბედავს და საქართველოს ეროვნულ გმირს, დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლოს, გიორგი ანწუხელიძეს შეურაცხყოფს. ამ დღეს ვართ იმისთვის, რომ ნამდვილი საქართველოს ხმა გავაგონოთ მოღალატე ივანიშვილის და მათ პატრონს კრემლში, რომ ანწუხელიძე გმირია. ანწუხელიძე უკვდავია და უკვდავია ქართული სახელმწიფო, რომელსაც ვერაფერი დააკლო პუტინმა და ვერაფერს დააკლებს პუტინის მონა ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ანწუხელიძე გმირია, ის უკვდავია და სწორედ ისე, როგორც მან არ დაიჩოქა მტრის წინაშე, ისე არასოდეს დაიჩოქებს საქართველო შიდა თუ გარე მტრის წინაშე. დიდება გმირებს, დიდებს საქართველოს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის