გიორგი შარაშიძე - ასეთ ანტიდემოკრატიულ და ავტოკრატიულ რეჟიმთან აშშ-ის არცერთი ადმინისტრაცია სტრატეგიულ ურთიერთობებს არ დაამყარებს

ასეთ ანტიდემოკრატიულ და ავტოკრატიულ რეჟიმთან აშშ-ის არცერთი ადმინისტრაცია სტრატეგიულ ურთიერთობებს არ დაამყარებს, რაც არის ძალიან სამწუხარო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება შეაფასა, რომელიც „ღრმად შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით და მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროების გამო“.

შარაშიძის თქმით, სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთა „ოცნებამ“, რომ დღეს საქართველო აშშ-თვის პრიორიტეტებში აღარ იყოს.

„ოცნება“ რომ ჰპირდება ქართველ ხალხს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებას და გადატვირთვას, თვითონ სანამ არ გადაიტვირთება, თვითონ სანამ არ მოვა ჭკუაზე, სანამ ამ ქვეყანას არ დააბრუნებს დემოკრატიული განვითარების გზაზე, იქამდე აშშ ასეთი ტიპის რეჟიმთან ვერ და არ ითანამშრომლებს. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარი, როდესაც საკუთარ პარტნიორებთან ურთიერთობებს ალაგებს და პრიორიტეტებს განსაზღვრავ, არის ის, თუ რამდენად დემოკრატიულია ეს ქვეყანა. სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთა „ოცნებამ“, რომ დღეს ჩვენ აშშ-თვის პრიორიტეტებში აღარ ვიყოთ. ბუნებრივია, ასეთ ანტიდემოკრატიულ და ავტოკრატიულ რეჟიმთან აშშ-ის არცერთი ადმინისტრაცია სტრატეგიულ ურთიერთობებს არ დაამყარებს, რაც არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება „MEGOBAR აქტს“, ესეც შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ აქტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და არანაირად არ არის დაკავშირებული აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა შარაშიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, შერჩევით იყენებს „საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ“.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ