ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 63 რეგიონულ მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს, სავარაუდოდ, ორშაბათს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 63 რეგიონულ მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატების თაობაზე კონსულტაციები დასრულდება და მათ პარტია, სავარაუდოდ, ორშაბათს წარადგენს.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის უმრავლესობაში კანდიდატებად მოქმედი მერები დარჩებიან.

„კონსულტაციები დასრულებულია და სავარაუდოდ, ორშაბათს წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ორი კლასიკური კრიტერიუმი არსებობს, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. მერობის თითოეული კანდიდატი ამ კრიტერიუმით შეირჩევა, ეფექტიანი მმართველობა გვჭირდება. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე, ესაა ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა გვეყოლება ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი სახეები“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე