ირაკლი კობახიძე - ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, ამიტომ გაათავისუფლეს ახობაძე, არაფერ შუაშია „ჩადება“ - საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და პავლეს, ნუ გამოაცხადებთ გმირად ადამიანებს, რომლებიც  ბავშვებს მორფს ჰპარავდნენ

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლომ გაათავისუფლა იმიტომ, რომ არ იყო წარმოდგენილი 100%-იანი მტკიცებულებები.

კობახიძის თქმით, თუ 1%-იც კი რჩება ეჭვი, სასამართლო ვალდებულია გაათავისუფლოს ადამიანი.

„საქართველოში არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1000 მოძალადიდან მხოლოდ 20-ია დაკავებული, ამის მიზეზიც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. გამომდინარე იქიდან, რომ 100%-იანი არ იყო მტკიცებულებები, 1%-ი მაინც თუ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. მაშინაც კი, როცა იცის, რომ ადამიანი არის ნარკომანი, მოიხმარს და ასაღებს ნარკოტიკებს, თუ არ არის 100%-იანი მტკიცებულები სასამართლოს ევალება გაათავისუფლოს ადამიანი.

ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან. არაფერ შუაში არ არის „ჩადება“ . 100%-იანი მტკიცებულების სტანდარტზე არის საუბარი.

ერთი რამ მინდა გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს - ნუ გამოაცხადებთ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს მორფს ჰპარავდნენ!“,- განაცხადა პრემიერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა