ირაკლი კობახიძე - გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და არ შეუძლია მიიღოს კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები - კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან

გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და მას არ შეუძლია მიიღოს ის კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები - საქართველოში უნდა მოგვიწყონ რევოლუცია, კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „შვედეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს სჭირდება კანონები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

„ორმაგი სტანდარტის მიზეზი არის ერთადერთი - გვიმტკიცებენ, რომ საქართველო არის დაბალი ღობე და მას არ შეუძლია მიიღოს ის კანონები, რომლებსაც იღებენ ევროპის ქვეყნები. ყველაფერი დღესავით ნათელია. საქართველოში უნდა მოგვიწყონ რევოლუცია, კანონიც არ უნდა მივიღოთ რევოლუციის წინააღმდეგ და თვითონ საკუთარი თავი უნდა დაიცვან რევოლუციებისგან. ჩვენ არ შეიძლება დავუშვათ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების ხელყოფა, არ შეიძლება გავაღრმაოთ ასეთი საფრთხეები. ჩვენ გვჭირდება კანონები, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას", - განაცხადა პრემიერმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ