მამუკა მდინარაძე - თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ მოსახლეობასთან, რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, სიცოცხლით სავსე

რამდენიმე ათეულ ადამიანს შევხვდით დამატებით, ვიდრე გადაწყვეტილებები მიიღებოდა კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მიერ და საბოლოოდ არ შეირჩეოდა ღირსეული კანდიდატები. ბევრ ღირსეულ ადამიანს შევხვდით და გულიც დაგვწყდა ბევრ მათგანზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამოირჩიეს საუკეთესოთა შორის საუკეთესოები, რომლებმაც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იმუშაონ მოსახლეობასთან და რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს უფრო ლამაზი, მოწესრიგებული და განვითარებული.

"ჩვენ ამოვარჩიეთ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც კანდიდატი არ არის, ჩვენთან შეხვედრაზე იყო ამ დღეების განმავლობაში და "ქართულ ოცნებას" ერთგულად უჭერენ მხარს, უჭერენ მხარს მშვიდობას, პატრიოტიზმს, ეროვნულ სულისკვეთებას, ამ ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და რეალურ ხვალინდელ დღეს, ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებულს. ეს ადამიანებიც სწორედ ამ ნიშნით შეირჩნენ, ზოგი არის საკრებულოს მოქმედი წევრი, ზოგი ახალი კანდიდატია - ყველა მათგანს წარმატებას ვუსურვებ. ისინი უზრუნველყოფენ საკუთარ წარმატებას, ამაზეა აგებული შემდეგ იმ ადამიანების წარმატება, რომლებისთვისაც მათ უნდა იზრუნონ. თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენს მოსახლეობასთან, რომლებთან ერთადაც - კანდიდატებზე და მომავალ წევრებზეა საუბარი, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, კიდევ უფრო სიცოცხლით სავსე და მეტი სიკეთე უნდა ჰქონდეს ამ ქალაქს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის