მამუკა მდინარაძე თორნიკე რიჟვაძეზე - უახლოესი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ - პირადად ვერ მოვიკითხე, იმიტომ რომ ტელეფონი არ აქვს, ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურად, რომ უკეთ და უკეთ არის

უახლოესი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თანაგუნდელები ვიყავით - პირადად ვერ მოვიკითხე, იმიტომ რომ არ აქვს ტელეფონი, ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ უკეთ და უკეთ არის,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით განუცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა რიჟვაძესთან კომუნიკაცია, მდინარაძე ამბობს, რომ არა.

“უახლოესი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თანაგუნდელები [ვიყავით]. ვმეგობრობდით, მეგობრობის ხარისხზე როგორ ვისაუბრო. [მეგობრობა] არაფერს დაუსრულებია. როგორც ვმეგობრობდით, ისე ვმეგობრობთ. მოვიკითხე ბევრჯერ, თუმცა პირადად ვერ მოვიკითხე იმიტომ, რომ არ აქვს ტელეფონი და საზოგადოებასთან კომუნიკაცია. [გუნდის წევრებისგან] ვიცი. ოჯახის წევრებთან გვაქვს კომუნიკაცია და ვიგებთ ყოველდღიურ რეჟიმში მის ამბავს, რომ უკეთ და უკეთ არის”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას, მდინარაძის თქმით, როდესაც გამოძიება დასრულდება, განცხადებას, სავარაუდოდ, თავად პროკურატურა გააკეთებს.

“შს მინისტრისგან გავიგეთ, რომ კამერები იყო და ამოღებულია. მიდის ყველა სავარაუდო ვერსიაზე საუბარი. შემდეგ ათასი მანიპულაცია იყო: გეკა გელაძე იყო, მდინარაძე იყო და ეს სისულელეები და ტყუილები ითქვა.

რაც ჩვენ გავიგეთ, არ გვაქვს წიაღსვლებში შესვლის უფლება, იქ იყო 4-5 ადამიანი, მათ შორის თორნიკე რიჟვაძის ოჯახის ორი წევრი, მასპინძელი და მასპინძლის 1 თუ 2 მეზობელი. ეს შემადგენლობა იყო. ისინი დაიკითხებიან დეტალურად, შეიძლება გამოიკითხნენ”,- განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა