ბენიამინ ნეთანიაჰუ - დავამტკიცეთ გეგმა, რომელიც ღაზაზე სრული კონტროლის დამყარებას გულისხმობს - ისრაელს ამ ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის სურს, რომლებიც მას მომავალში მართავენ, ჩვენ არ გვინდა მისი შენარჩუნება და მართვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ქალაქ ღაზაზე სრულ კონტროლს დაამყარებს.

“ისრაელის თავდაცვის ძალები მოემზადება ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისთვის, ამავდროულად, საბრძოლო ზონების გარეთ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, გეგმა გულისხმობს პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ქალაქიდან და იქ სახმელეთო შეტევის დაწყებას.

აღნიშნული ინფორმაცია ნეთანიაჰუმ Fox News Channel-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა, რომ ისრაელს სურს ტერიტორიის გადაცემა არაბული ძალებისთვის, რომლებიც მას მომავალში მართავენ.

მან არ დააკონკრეტა მმართველობის კონკრეტული მექანიზმები ან რომელი არაბული ქვეყნები შეიძლება მასში იყვნენ ჩართულნი.

„ჩვენ არ გვინდა მისი შენარჩუნება. ჩვენ გვინდა უსაფრთხოების პერიმეტრის შექმნა. ჩვენ არ გვინდა მისი მართვა. ჩვენ არ გვინდა იქ ვიყოთ მმართველი ორგანოს სახით. უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფისთვის საჭიროა „ჰამასის“ დაშლა. ერთადერთი გზა, რომ განსხვავებული მომავალი გქონდეთ, არის ამ ნეონაცისტური არმიის მოცილება. „ჰამასი“ მონსტრია“, - განაცხადა მან.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა