პრემიერი - რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, იაკობაშვილი, ლომაია და სხვები საუბრობდნენ, რომ ისინი სეპარატისტებთან აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს და მადლობას უხდიდნენ რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას.

„რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას. ხვალ რომ შევიჭრათ ჩვენ ცხინვალში ან სოხუმში, ეს იქნება ჩვენი დანაშაული და ჩვენი ღალატი იმიტომ, რომ ეს იქნება ავანტიურა. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია დილიდან აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ საომარი მოქმედებები სეპარატისტებთან და რუსეთი იქცეოდა კარგად. ამას აცხადებდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია და დანარჩენი ყველაფერი არის „ნაცობა“. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, იაკობაშვილი, ლომაია და სხვები საუბრობდნენ ასეთ რაღაცებს, რომ ისინი სეპარატისტებთან აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს და მადლობას უხდიდნენ რუსეთს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა