ირაკლი კობახიძე - რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ქვეყანა

რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ამისათვის იქნა მიღებული შესაბამისი კანონები, მათ შორის, კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.

„რაც შეეხება გენდერს და იმ მახინჯ იდეოლოგიას, რომელიც მკვიდრდება მთელი ევროპის მასშტაბით, რასაც მოაქვს სერიოზული პრობლემები ევროპისთვის და საბოლოო ჯამში, მისი არ მიყოლა მართლაც არის დაკავშირებული ადამიანების დევნასთან, ეს არის სრული კატასტროფა და ჩვენ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება და ამისათვის მივიღეთ შესაბამისი კანონები, მათ შორის, კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ამიტომ, ჩვენ აქ გვჭირდება მტკიცე პოზიციის გამოვლენა და პოზიციების დაცვა“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძემ ევროპაში ამოქმედებულ ახალ კანონთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროპაში სრული კატასტროფა ხდება.

"გამოხატვის თავისუფლებაზე აქვთ პრეტენზია კონკრეტულ ქვეყნებს და ასეთ რაღაცებს ადგენენ საკუთარი კანონმდებლობით. ნახეთ, სადამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია. სრული კატასტროფაა ევროპაში და მე იმედი მაქვს, რომ ევროპაში ეს ტენდენციები შემობრუნდება დადებითი მიმართულებით და მომავალში უკეთ იქნება დაცული მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება", - განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა