პაატა მანჯგალაძე „ოცნებას“ – პუტინიც აღარ მალავს, რომ ომის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა და თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ, რომ ასე დაჟინებით ცდილობთ აგრესორს პასუხისმგებლობა შეუმსუბუქოთ? - სად ისწავლეთ სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის „პატრიოტიზმი“?

არ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც გაამართლებს საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას - სად ისწავლეთ ეს სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის რიტორიკა და „პატრიოტიზმი“?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ღალატია, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრები რეზოლუციაზე ხელმოწერას ყოველდღე „აფრიალებენ“.

„არ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც გაამართლებს საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას. ვთქვათ, ვიღაცამ მოაწერა ხელი ისეთ რეზოლუციას, სადაც ყველა პუნქტი იდეალური არ იყო, მაგრამ როცა ამას მტერიც კი არ იყენებს ჩვენს წინააღმდეგ არგუმენტად და შენ ყოველდღე აფრიალებ, ეს უკვე პოლიტიკა კი არა, ღალატია.

პუტინიც კი აღარ მალავს, რომ ომის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა, პირიქით, ამაყობს ამით და თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ, რომ ასე დაჟინებით ცდილობთ აგრესორს პასუხისმგებლობა შეუმსუბუქოთ და საკუთარ ქვეყანას დააკისროთ აგრესორის როლი?! სად ისწავლეთ ეს სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის რიტორიკა და „პატრიოტიზმი?!“ - წერს პაატა მანჯგალაძე.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა