თავდაცვის მინისტრი - უმძიმესი დღეა თანამედროვე ქართულ ისტორიაში - სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა მოღალატეობრივი და ავანტიურისტი ხელისუფლება

უმძიმესი დღეა თანამედროვე ქართულ ისტორიაში - სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა მოღალატეობრივი და ავანტიურისტი ხელისუფლება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ღირსეულად ატარონ მათი ხსოვნა და ყველანაირად ხელი შეუწყონ მათ ოჯახებს.

„უმძიმესი დღეა თანამედროვე ქართულ ისტორიაში. 17 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. აქ განისვენებენ ის ჯარისკაცები, ის ვაჟკაცები, საქართველოს შვილები, რომელთაც დაიცვეს საკუთარი სამშობლო და სამშობლოსთვის გაიღეს საკუთარი სიცოცხლე. ჩვენ, მთლიანად, თავდაცვის ძალები, მეც პირადად, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ღირსეულად ვატაროთ მათი ხსოვნა და ყველანაირად ხელი შევუწყოთ მათ ოჯახებს. აქ განისვენებენ ადამიანები, ვაჟკაცები და გმირები. სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავდა მოღალატეობრივი და ავანტიურისტი ხელისუფლება,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 2014 წლის შემდეგ აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მოიხსენიებს, მინისტრი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კვლავ ადგილი აქვს მორიგ მოღალატეობრივ ქმედებებს.

„ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი აქვს მორიგ მოღალატეობრივ ქმედებებს. აგრძელებენ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ამასთან, მინისტრს შეახსენეს ის დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ერთ-ერთ სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა, რის საპასუხოდაც მინისტრმა აღნიშნა: „ყოველ ჯერზე და ყოველ შემთხვევაში სადაც მიმუშავია, სადაც მიმოქმედია, მიმოქმედია სახელმწიფოს და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ