ირაკლი ფავლენიშვილი - ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს - „ქართული ოცნება“ არა პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ კრიმინალური სინდიკატია

ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს უკანა პლანზე აყენებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „2008 წლის ომი დაიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც არ იყო დემოკრატიულად არჩეული და ხელისუფლებაში დარჩა გაყალბებული არჩევნების შედეგად“.

მისივე თქმით, ეს განცხადება ტყუილია.

„რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, რადგან ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოს ჰყავდა კანონიერად არჩეული ხელისუფლება და იმხელა მხარდაჭერა, რაც მაშინ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას. არ ვიცი, თუ ჰქონია რომელიმე ხელისუფლებას საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ზოგადად, ეს ბრალდება, ვიცით, კარგად რას ნიშნავს, რადგან კარგად ვიცით თუნდაც მილოშევიჩის რეჟიმის პირობებში, რა ფასის გადახდა მოუწიათ სერბებს. ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი ამ კაცმა და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს აყენებს უკანა პლანზე,” - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არა პოლიტიკური ორგანიზაცია, არამედ კრიმინალური სინდიკატია.

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის კრიმინალური სინდიკატი, სადაც ერთადერთი ნიშანი, რითაც არჩევენ ხოლმე ადამიანებს, მათ შორის, საჯარო თანამდებობისთვის თუ კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის, არის ლოიალურობა, ამიტომაც შეგვიძლია ვნახოთ ნებისმიერი ტიპის ადამიანი, მომღერლებიდან დაწყებული და სხვა პროფესიით დასრულებული, მათი შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლავთ ლოიალურობა ივანიშვილის და ამ შემთხვევაში კობახიძის კლანის მიმართ. ეს არის ერთადერთი შერჩევითი პრინციპი, როდესაც ვსაუბრობთ ივანიშვილის ბანდის წევრებზე,” - განაცხადა ფავლენიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა