შალვა პაპუაშვილი - ელჩების, NGO-ებისა და პოლიტიკოსების სინდისზეა, რომ მზია ამაღლობელთან საპროცესო გარიგება არ შედგა და უწევს ორი წელი სრულად მოიხადოს - თუ სადმე ეძებენ დამნაშავეებს, ეს დამნაშავეები ელჩების სახით სასამართლოს დარბაზში ისხდნენ

თუკი მზია ამაღლობელი და მისი გულშემატკივრები სადმე ეძებენ დამნაშავეებს, თუ რატომ არის სასჯელი ასეთი, ეს დამნაშავეები ელჩების სახით სასამართლოს დარბაზში ისხდნენ - ზუსტად ელჩების, ასევე NGO-ების და პოლიტიკოსების სინდისზეა ის, რომ მზია ამაღლობელთან საპროცესო გარიგება არ შედგა და უწევს, ორი წელი სრულად მოიხადოს, - ეს განცხადება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, ელჩები, რომლებიც მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, “აგულიანებდნენ მას, რომ დანაშაული არ ეღიარებინა, გამოძიებასთან არ ეთანამშრომლა და საპროცესო გარიგებაზე არ წასულიყო“.

პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ სასამართლოს მიერ ამაღლობელისათვის გამოტანილი 2-წლიანი სასჯელი სრულიად პროპორციულია და “იმაზე საუბარი, რომ სასამართლომ არაპროპორციული სასჯელი შეუფარდა, ტყუილია“.

“როდესაც მზია ამაღლობელის საქმის გადაწყვეტილებაზე 24 საელჩოს განცხადება ვიხილეთ, მათ შორის საფრანგეთის ელჩის ხელმოწერა ამოვიკითხე. საფრანგეთში მაკრონისათვის სილის გაწვნისთვის ადამიანს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მოუსაჯეს. შემდეგ ვინაიდან ამ პირმა სასამართლოსთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა, საპატიმრო მსჯავრად 4 თვე განესაზღვრა, ხოლო 14 თვე - პირობით მსჯავრად.

საქართველოში ზუსტ ანალოგიურ შემთხვევაზე სასამართლომ 24 თვე მიუსაჯა, მაგრამ საქართველოში არც ითანამშრომლა, არც აღიარა და არც შეთავაზებულ საპროცესო გარიგებაზე წავიდა მზია ამაღლობელი.

ამას უწოდებს საფრანგეთის ელჩი არაპროპორციულს.

ელჩებმა ამაღლობელი ჩიხში მიაყენეს, რომ საკუთარი დანაშაული არ ეღიარებინა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია