შალვა პაპუაშვილი - თეა წულუკიანმა ისტორიული საქმე გააკეთა - პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმუშავა სწორად, ნებისმიერი დასკვნა და გაკეთებული განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი!

თეა წულუკიანმა ისტორიული საქმე გააკეთა - პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმუშავა სწორად, ნებისმიერი დასკვნა და გაკეთებული განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი! - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ იმყოფებოდა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი და წულუკიანის არმისვლა რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა 400-ზე მეტი გვერდისგან შედგება, მას პარლამენტი სექტემბერში პირველივე სხდომებზე განიხილავს და დასკვნაში წარმოდგენილ ყველა საკითხზე თავის ვერდიქტს დადებს.

“მიხეილ სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებით კომისიამ კომპეტენტურად იმუშავა და პარლამენტის ამას პასუხს გასცემს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმუშავა სწორად, ნებისმიერი დასკვნა და გაკეთებული განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თეა წულუკიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე საუბრისას შემდეგი განცხადება გააკეთა:

“კომისიის მიზანია ამ პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას?! - ვერავინ!

ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის