პაკისტანის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ 33 მებრძოლი მოკლეს, რომელიც ავღანეთიდან ქვეყანაში შესვლას ცდილობდა

პაკისტანის უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ 33 მებრძოლი მოკლეს, რომელიც ავღანეთიდან ქვეყანაში შესვლას ცდილობდა.

მათივე ცნობით, სავარაუდოდ, მებრძოლები „ინდოეთის მიერ იყვნენ დაფინანსებული“.

უსაფრთხოების ძალების განცხადებით, თავდამსხმელების განეიტრალება, რომლებსაც თან იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ჰქონდათ, დროულად შეძლეს.

ოფიციალური დელი მებრძოლების მხარდაჭერის ფაქტს უარყოფს.

ცნობისთვის, პაკისტანი და ინდოეთი, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოები არიან, რომელთა ტერიტორიული კონფლიქტიც ათწლეულებს ითვლის.

ისინი ერთმანეთს ხშირად ადანაშაულებენ მეამბოხეების მხარდაჭერაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა