პაატა დავითაია - მარია ზახაროვას პროვოკაციული განცხადება პირდაპირ გამოხატავს რუსული „დიფ სთეითის“ ზრახვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადება, „თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის აღიარებასთან" დაკავშირებით არის პროვოკაციული და ცინიკური, ეს არის როგორც საქართველოს ხელისუფლება ხშირად ახსენებს "დიფ სთეითს", ოღონდ რუსული "დიფ სთეითის" ზრახვები, რისი განხორციელებაც მათ სურთ 1992-93 წლის კონფლიქტის შემდეგ - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

დავითაიას თქმით, ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ფაქტობრივად ნიშნავს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას.

„რადგან რუსეთმა აფხაზური და ოსური მხარეები აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, აქედან გამომდინარე დოკუმენტზე ხელმომწერი რუსულ მხარესთან ერთად იქნება ცალკე სახელმწიფო. ეს არის რუსული "დიფ სთეითის" მთავარი მიზანი, რათა ეს დოკუმენტი შემდგომ გახდეს სხვადასხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საფუძველი.

იმედს ვიტოვებ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა გონიერება არ აჰყვეს რუსულ და ოსურ ზრახვებს და პროვოკაციებს, შესაბამისად გაკეთდება მწვავე რეაგირება ამ განცხადებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს პაატა დავითაია.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა