ანონსი  9 აგვისტო

9 აგვისტოს, 10:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო: ლევან სანიკიძე 591 914 043

9 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი დაბარებულია თბილისის პროკურატურაში, მის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, რომელშიც პოლიტიკოსი საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურს უფლებამოსილების გადამეტებაში სდებს ბრალს.

9 აგვისტოს, 11:00 საათზე, პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე და აქციების დორს დაშავებული, ზვიად მაისაშვილი საზოგადოებას მიმართავენ.

მის: რუსთაველის 21

საკონტაქტო: 591 05 16 01

9 აგვისტოს, 11:00 საათზე, "ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ბრიფინგს გამართავს ცენტრალურ შტაბში.

თემა: "სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული შეხვედრა ვაშინგტონში და "ქართული იცნების" ანტიდასავალური გეზი, რომელიც უკარგავს მის გეოპოლიტიკურ მნიშმნელობას"

9 აგვისტოს, 11:00 საათზე „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური ძალის ლიდერები პატივს მიაგებენ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე - აგვისტოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი, ოკუპანტების მიერ 9 აგვისტოს წამებით მოკლული, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის საფლავთან.

9 აგვისტოს, 12:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან სანიკიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „საარჩევნო ნომერი - 5“

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო: ლევან სანიკიძე 591 914 043

9 აგვისტოს, 20:00 საათზე „ყოფილი საჯარო მოხელეების მარში“ გაიმართება. მარშის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან (გიორგი ლეონიძის 3-ში) შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით გადაინაცვლებენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება