თეთრი სახლის პრეს-სპიკერის მოადგილე - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ორ ქვეყანას შორის შეუფერხებელ კავშირს უზრუნველყოფს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ორ ქვეყანას შორის შეუფერხებელ კავშირს უზრუნველყოფს, სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის პატივისცემით. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანნა კელიმ განაცხადა.

„ეს [შეთანხმება] ორ ქვეყანას შორის შეუფერხებელ კავშირს უზრუნველყოფს, სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის პატივისცემით…

სამუშაო ჯგუფები დაუყოვნებლივ ამოქმედდებიან მომდევნო თვეებში საგზაო რუკის დეტალების სრულად განსახორციელებლად. მშვიდობისკენ ამ გზაზე დადგომით სამხრეთ კავკასიის რეგიონის სრულ პოტენციალს ვხსნით ვაჭრობაში, ტრანზიტსა და ენერგეტიკის ნაკადებში”, - განაცხადა კელიმ.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს მიიღებს. შეხვედრების შედეგად დაგეგმილია სამშვიდობო შეთანხმებისთვის საბოლოო ფორმის მიცემა, რომელიც აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტის განვითარებისთვის ექსკლუზიურ უფლებას მისცემს. მისი სახელი “ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) იქნება.

არსებული ინფორმაციით, პროექტი სომხეთის იურისდიქციის ქვეშ იმოქმედებს, ხოლო შეერთებული შტატები, თავის მხრივ, მიწას იჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც მშენებლობასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ