ვლადიმერ პუტინის თანაშემწე - ალასკაზე ლიდერები უკრაინის კრიზისის ხანგრძლივი და მშვიდობიანი მოგვარების ვარიანტებს განიხილავენ -  მიზანი პუტინსა და ტრამპს შორის შემდეგი შეხვედრის რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარება უნდა იყოს

სრულიად ლოგიკურია, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ასეთი მნიშვნელოვანი სამიტი ალასკაზე გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„რუსეთი და აშშ ახლო მეზობლები არიან, რომლებიც ერთმანეთს ესაზღვრებიან. სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენი დელეგაცია უბრალოდ ბერინგის სრუტეს გადაუფრენს და ორი ქვეყნის ლიდერების ასეთი მნიშვნელოვანი და მოსალოდნელი სამიტი ალასკაზე გაიმართება“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ლიდერები „უკრაინის კრიზისის ხანგრძლივი და მშვიდობიანი მოგვარების ვარიანტებს განიხილავენ“.

ამასთან, უშაკოვის ცნობით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მომდევნო შეხვედრა, შესაძლოა, რუსეთში გაიმართოს.

„თუ მომავალზეც ვიფიქრებთ, მაშინ მიზანი ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შემდეგი შეხვედრის რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარება უნდა იყოს. შესაბამისი მოწვევა აშშ-ის პრეზიდენტს უკვე გადაეცა“, - აღნიშნა უშაკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 15 აგვისტოს, აშშ-ის ალასკას შტატში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

„მაღალი მოლოდინის მქონე შეხვედრა ჩემს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის მომავალ პარასკევს, 2025 წლის 15 აგვისტოს, აშშ-ის დიდებულ ალასკის შტატში გაიმართება. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე