გიორგი გახარია სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე - საქართველო უნდა ყოფილიყო ამ ახალი რეგიონული რეალობის მნიშვნელოვანი არქიტექტორი მშვიდობის ფორმირებაში, თუმცა, ანტიეროვნულმა, პრორუსულმა „ოცნებამ“ ქვეყანა ჩამოაშორა პროგრესს

ანტიეროვნულმა, პრორუსულმა „ოცნებამ“ ქვეყანა ჩამოაშორა პროგრესსა და კეთილდღეობას, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „x“-ზე დაწერა.

ის გუშინ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას გამოეხმაურა.

როგორც გახარია აღნიშნავს, საქართველო თავის ღირსეულ გეოსტრატეგიულ ადგილს გარდაუვალად დაიკავებს.

„ვულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და მეზობლებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს და მათ ლიდერებს, პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მშვიდობის არჩევასა და სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ახალი თავის გახსნას. პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მოწოდება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.

საქართველო უნდა ყოფილიყო ამ ახალი რეგიონული რეალობის მნიშვნელოვანი არქიტექტორი მშვიდობის ფორმირებაში, ხალხთა შორის კავშირების და ჩვენი საერთო მომავლის უზრუნველსაყოფად მოკავშირეებთან ერთად. თუმცა, ანტიეროვნულმა, პრორუსულმა „ოცნებამ“ ქვეყანა ჩამოაშორა პროგრესსა და კეთილდღეობას. მიუხედავად ამისა, საქართველო გარდაუვალად დაიკავებს თავის ღირსეულ გეოსტრატეგიულ ადგილს პრეზიდენტ ტრამპის, სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტში, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, - წერს გახარია.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა