The Wall Street Journal - უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს

უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ორ ინფორმირებულ ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინადადება შაბათს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე შეხვედრაზე იქნა წარდგენილი. ამერიკელების მხრიდან მასში მონაწილეობდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი.

წყაროების ცნობით, კიევისა და ევროპელი მოკავშირეების წინადადება აუცილებელ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს ნებისმიერ სხვა ნაბიჯებამდე და რაიმე სახის “ტერიტორიების გაცვლას” მხოლოდ ორმხრივ საფუძველზე - თუ უკრაინა ზოგიერთი რეგიონიდან გაიყვანს თავის ძალებს, რუსეთმა სხვა რეგიონებიდან უნდა გაიყვანოს თავისი ძალები.

“არ შეიძლება პროცესის დაწყება საბრძოლო ქმედებების შუაგულში ტერიტორიის დათმობით,” - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.

დამატებით, გეგმის თანახმად, კიევის მხრიდან ნებისმიერი ტერიტორიული დათმობები უსაფრთხოების მყარი გარანტიებით უნდა იყოს გამაგრებული - კერძოდ, ნატო-ში უკრაინის პოტენციური წევრობით.

წყაროების თქმით, გეგმის მიზანია, რომ ევროპამ და უკრაინამ საერთო წითელი ხაზი გაავლონ, რომელიც რუსეთთან ნებისმიერ პოტენციურ მოლაპარაკებებს უნდა ეხებოდეს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ევროპის წარმომადგენლებმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს განუცხადეს, რომ არ შეიძლება უკრაინის მომავლის უკრაინის გარეშე განხილვა და ევროპა გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღისა და სახსრების გაგზავნას აშშ-ს პოზიციის მიუხედავად.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა