მედია - რუსეთის ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

რუსეთის ქალაქ სარატოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ობიექტში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სარატოვზე დრონების მასიური თავდასხმა განხორციელდა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ისმის დრონების მოქმედების ხმები და ასევე ჩანს საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ „ერთ-ერთი სამრეწველო საწარმო დაზიანდა“.

მისივე თქმით, დრონი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაეცა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, სავარაუდოდ, ქვეყნის 15 რეგიონში 121 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს