ირაკლი კობახიძე საბანკო სისტემის შესახებ ტრამპის განცხადებაზე - ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი

ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში, რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც ბანკებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ს სჭირდება სანდოობის დაბრუნება ამერიკული საბანკო სისტემის მიმართ, ისევე როგორც საერთაშორისო საბანკო სისტემის მიმართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რაზეც ისინი საუბრობენ.

„ზოგადად, ის პოლიტიკა, რომელიც წარმოებდა წინა ადმინისტრაციის პირობებში, საფრთხეს უქმნის სანდოობას საბანკო სისტემის მიმართ, შესაბამისად ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ამ მიდგომის გადახედვას, არის აბსოლუტურად ლოგიკური. აშშ-ს სჭირდება სანდოობის დაბრუნება ამერიკული საბანკო სისტემის მიმართ, ისევე როგორც საერთაშორისო საბანკო სისტემის მიმართ და, შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია, რაზეც ისინი საუბრობენ. მე ვფიქრობ, ის მიდგომები, რაც დამკვიდრდა წინა ადმინისტრაციის პირობებში რადიკალურად გადაიხედება, მათ შორის, გადაიხედება სასანქციო პოლიტიკაც, ეს არის ჩვენი ვარაუდი“,- განაცხადა პრემიერმა.

Associated Press-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს იმის გამოძიებას, ახდენენ თუ არა ბანკები კონსერვატორების და გარკვეული ინდუსტრიების, როგორიცაა იარაღის მწარმოებლები და კრიპტოვალუტის კომპანიები, დისკრიმინაციას.

აღმასრულებელი ბრძანება ეხება საკითხს, რომელიც ცნობილია როგორც „დებანკირება“, რაც გულისხმობს ბანკების მიერ ფიზიკური პირების ანგარიშების დახურვას ან გარკვეულ ინდუსტრიებთან ბიზნესის კეთებაზე უარის თქმას. ტრამპმა წარსულში JPMorgan-ი და Bank of America-მ მისი და მისი კომპანიების დებანკირებაში, დაადანაშაულა, რასაც ორივე ბანკი უარყოფს.

ტრამპმა ფედერალურ საბანკო მარეგულირებლებს დაავალა, უზრუნველყონ, რომ ბანკები არ ახდენდნენ ფიზიკური პირების ან კომპანიების დისკრიმინაციას მათი პოლიტიკური ან რელიგიური შეხედულებების გამო. მან ასევე დაავალა საბანკო მარეგულირებლებს, გამოიძიონ, როდის განახორციელეს ბანკებმა დისკრიმინაცია და საქმეები 120 დღის განმავლობაში იუსტიციის დეპარტამენტს გადასცენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს