ირაკლი კობახიძე - 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა, გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები

2018 წელს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა, გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.

პრემიერის თქმით, ზურაბიშვილმა გააკეთა საპირისპირო და მმართველ გუნდს მოუწია თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა.

„2018 წელს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ იმ მომენტისთვის 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა. გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები. ასეთ პირობებში არ იქნებოდა სწორი სიმართლის თქმა და ზუსტად ის მოხდა, რაც ვუთხარით. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები, მან გააკეთა საპირისპირო, უარყოფის განცხადებები. ჩვენ მოგვიწია თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა და როგორც გახსოვთ, მთელი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანია იყო აგებული სწორედ ამ თემაზე. რაზეც გავაფრთხილეთ, ზუსტად ის მოხდა. მაგრამ დღეს არის სხვა ვითარება - დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, დღეს ჩვენი პოზიციები არის ძლიერი, ასეთ პირობებში, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე ყველაფერთან, მათ შორის, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს