გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის შესაბამის უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. იმედი გამოითქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და სომხეთის რესპუბლიკის კონსული ევა აჰარონიანი ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს