შალვა პაპუაშვილი - რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია იქნება არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის

რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია იქნება არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი არჩევანით საარჩევნო ბიულეტენებიდან გამქრალი იქნება“.

„წინა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 2 მონაწილეობს და 2 არა. ასე, რომ მათი ნებაა, პირიქით, მეც ამას ვამბობდი სულ - რაც უფრო ნაკლები ექსტრემისტული პარტია იქნება არჩევნებში წარმოდგენილი, მით უფრო კარგი ქართული დემოკრატიისთვის. აქედან გამომდინარე, ეს შედეგი უკვე კარგი არის. „ნაციონალური მოძრაობა“, ფორმალური ბირთვი რაც არის მისი სახელწოდებით, მათ შორის საარჩევნო ბიულეტენებიდან საკუთარი არჩევანით გამქრალი იქნება. მისასალმებელია, რომ ამით ხდება „ნაცმოძრაობის“ და „ნაცობის“ ფორმალური დემონტაჟი, როგორც იდეოლოგის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება და დაიწყო კამპანია. ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მიზანია, ქვეყანა არიოს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ცხადი მიზანი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვოთ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში. რაც მთავარია, ეს არის ის, რაც ხალხს სჭირდება. დღეს რადიკალური ოპოზიცია, ისინი, ვინც მონაწილეობენ, ერთ რამეს ჰპირდება ამომრჩეველს, რომ თუკი მას მისცემენ ხმას და მანდატს, ისინი არევენ ქვეყანას, შეეცდებიან, დისკომფორტი შეუქმნან ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილობრივმა ხელისუფლებებმა. დისკომფორტი რით უნდა შეუქმნან? რამე უნდა გააფუჭონ, დააშავონ, გააბრაზონ და ასე შემდეგ. პირდაპირ ჰპირდებიან, რომ საბოტაჟით იქნებიან დაკავებული, თუკი მანდატი ექნებათ. არავის მისცემთ მათ საბოტაჟისთვის ხმას. რეგიონში რომ არ დადის ეს ხალხი, ეს კიდევ ცალკე საკითხია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ ვის წარადგენს ოპოზიცია არჩევნებზე მერობის კანდიდატად, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელობა არა აქვს ვის, რამდენ კანდიდატს და სად დააყენებს ოპოზიცია.

„ყველა ხედავს, რომ ამ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, ასე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მათი კანდიდატი, მათ შორის თბილისში, ვინაიდან თბილისს ჰყავს მერი და მათ შორის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი რადიკალურად შეცვალა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში