შალვა პაპუაშვილი - 12 აგვისტოს შეთანხმების გარანტორი იყო ევროკავშირი, თუმცა, შეთანხმების შესრულებისთვის არაფერი გაკეთებულა - სანქციები დაგვიწესეს, აგვიკრძალეს იარაღის ყიდვა, რუსეთთან კი ნორდსტრიმის მილსადენების მშენებლობა დაიწყეს

12 აგვისტოს შეთანხმების გარანტორი იყო ევროკავშირი, თუმცა, შეთანხმების შესრულებისთვის არაფერი გაკეთებულა. პირიქით, სანქციები დაგვიწესეს ჩვენ და არა რუსეთს. ჩვენ აგვიკრძალეს იარაღის ყიდვა, რუსეთთან კი ნორდსტრიმის მილსადენების მშენებლობა დაიწყეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შინდისში განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით, როგორ იწყება და როგორ სრულდება ასეთი ომები.

„17 წლის წინ, 12 აგვისტოს დაიდო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირის შუამდგომლობით იქნა ხელმოწერილი და ეს გეგმა დღემდე შეუსრულებელია, მათ შორის, ერთ-ერთი პუნქტი იყო რუსეთის მხრიდან ჯარების გაყვანა საწყის პოზიციებზე. 12 აგვისტოს ამ შეთანხმების გარანტორი იყო ევროკავშირი, თუმცა, მიუხედავად იმისა რომ, რუსეთს არაფერი შეუსრულებია, ევროკავშირს არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის, არც რაიმე პოლიტიკური ფასი გადაუხდია. ამის შემდეგ იყო მილების მშენებლობა რუსეთთან და სტრატეგიული პროექტები გერმანიასა და რუსეთს შორის. ამის შემდეგ იყო ვაჭრობა ევროპასა და რუსეთს შორის. ასე რომ, ჩვენი ომი დასრულდა, ერთგვერდიან ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი. საქართველოს დაედო ემბარგო, იარაღს არ გვაძლევდა არც ევროპა და არც აშშ-ი. დღეს როგორ უდგანან უკრაინას გვერდით და როგორ გვედგნენ ჩვენ გვერდში, აგვიკრძალეს იარაღის ყიდვა, 2008 წლის შემდეგ ევროპელებმა სანქცია დაადეს არა რუსეთს, არამედ საქართველოს. ესეც გაკვეთილია, ამიტომაც გამოიჩინა ქართველმა ხალხმა სიბრძნე 2022 წელს და არ ჩაათრევინა თავი ისეთ ომში, რომელიც ბევრჯერ გვაქვს ნანახი და რომლის დასასრული, ქართველმა ხალხმა კარგად იცის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია