პარტიამ „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ მახარაძე წარადგინა

პარტიამ „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ მახარაძე წარადგინა. ინფორმაციას პარტია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

როგორც ზურაბ მახარაძე პარტიის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, მათი მიზანია, „ნაცების“ და „ქოცების“ ვითომ კონფლიქტის მაგივრად, რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდნენ და ქართული პოლიტიკური რეალობა შეცვალონ“.

პარტიის ცნობით, თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა სიის პირველ ოთხეულში იქნებიან - გიორგი ქარდავა, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო და ირაკლი მორგოშია.

„ჩვენი პოლიტიკური ძალის არსებობის ისტორიაში პირველად, მოგვეცა შანსი, საკუთარი პარტიით, საარჩევნო ნომრით 3 მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. თბილისის საკრებულოში ჩვენი პირველი ნომრები იქნებიან გიორგი, შოთა, ირაკლი. ჩვენ გვინდა „ნაცების“ და „ქოცების“ ვითომ კონფლიქტის მაგივრად, რეალურ პრობლემებზე ვკონცენტრირდეთ, შევცვალოთ ქართული პოლიტიკური რეალობა. ჩვენ გვინდა იმ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რაც ხალხს მართლა აწუხებს, როგორიც არის მასიური მიგრაცია, კატასტროფული დემოგრაფიული ვითარება. ჩვენ გვინდა ისეთი წესები, კანონები და დადგენილებები შევიტანოთ საკრებულოებში და მერიებში, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მრავალშვილიან ოჯახებს მიწის ნაკვეთები გადაეცემათ, რომ დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების პროგრამა შეიქმნას. ჩვენ გვინდა გავწეროთ, რომ ნებისმიერი მუნიციპალური სამუშაო ან ტენდერი უნდა შესრულდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და ადგილობრივების დასაქმება წავახალისოთ. ჩვენ გვინდა საქართველოს მოქალაქეების განათლების პროგრამა შევქმნათ. ჩვენ გვინდა შევცვალოთ ქართული პოლიტიკური რეალობა და თბილისი მერობის კანდიდატი, მე ვიქნები“,- აცხადებს ზურაბ მახარაძე ვიდეომიმართვაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს