ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველო „დაბალ ღობედ“ განიხილონ

ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველო „დაბალ ღობედ“ განიხილონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ევროკავშირის მედიის თავისუფლების აქტის ძალაში შესვლის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს უკრძალავენ ისეთი კანონების მიღებას, როგორსაც საკუთარ ქვეყნებში თავად იღებენ, რაც არის „ორმაგი სტანდარტი“.

„თქვენ ყველგან ხედავთ ორმაგ სტანდარტს. ნებისმიერი მიმართულებით, როდესაც საქმე ეხება გამოხატვის თავისუფლებას, ზოგადად დემოკრატიას, სამართალდამცავი სტრუქტურების დაცვას და ასე შემდეგ, ყველგან ხედავთ ორმაგ სტანდარტს. ჩვენ გვიკრძალავენ ისეთი კანონების მიღებას, როგორსაც თავად იღებენ საკუთარ ქვეყნებში თუ საკუთარ სტრუქტურებში, ეს არის ორმაგი სტანდარტი. არის ასეთი მიდგომა, რომ საქართველომ საკუთარი თავი უნდა განიხილოს, როგორც „დაბალი ღობე“, ჩვენთვის ეს მიუღებელია. ჩვენ ვართ ზუსტად ისეთივე სუვერენიტეტით მოსარგებლე სახელმწიფო, როგორც ნებისმიერი დასავლური ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საქართველო „დაბალ ღობედ“ განიხილონ. ჩვენთან უნდა მოქმედებდეს ზუსტად ისეთივე კანონები, როგორც განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს, მათ შორის ეს ეხება გამოხატვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას და სხვა შესაბამის სფეროებს“,-განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს