მედია - უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ქარხანას დაარტყეს, რომელიც რაკეტებისთვის ჰელიუმს აწარმოებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონებმა რუსეთის ქალაქ ორენბურგში მდებარე ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთმა წყარომ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული საწარმო ერთადერთია რუსეთში, რომელიც რაკეტების წარმოებისთვის, კოსმოსური ინდუსტრიისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის კრიტიკულ კომპონენტს აწარმოებს.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მათ უპილოტო საფრენი აპარატები დაინახეს და ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაიგონეს.

„ორენბურგის ჰელიუმის ქარხანა რუსეთის ფედერაციაში ერთადერთი და ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ჰელიუმის წარმოების ობიექტია, რომლის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია. ჰელიუმი ფართოდ გამოიყენება რაკეტების წარმოებაში, კოსმოსურ ინდუსტრიასა და ავიაციის ინდუსტრიაში. თავდასხმის ობიექტი პირდაპირ კავშირშია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ ობიექტს წარმოადგენს“, - აღნიშნა წყარომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს