თინა ბოკუჩავა - ხალხის ერთიანობით, ხალხის კონსოლიდაციით, ის ბრაზი, რომელიც არსებობს ივანიშვილის „რუს - ქოცური" რეჟიმის წინააღმდეგ, კონვერტირდება მშვიდობიან რევოლუციაში

ივანიშვილი სტაფილოს წვენს რომ მიირთმევს და დასასვენებლად დაწვება, ღამის კოშმარად ესიზმრება არაძალადობრივი რევოლუცია, მშვიდობიანი დამხობა. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ერთიანობით, ხალხის კონსოლიდაციით, ის ბრაზი, რომელიც არსებობს ივანიშვილის „რუს - ქოცური" რეჟიმის წინააღმდეგ, კონვერტირდება მშვიდობიან რევოლუციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

მისივე თქმით, „რამდენიც არ უნდა უყუროს ძილისპირულისას პროპაგანდისტულ არხებს ივანიშვილმა, ძალიან სწორად ეშინია, რომ ხალხის ბრაზი კონვერტირდება მშვიდობიან არაძალადობრივ რევოლუციაში, რომელიც გამოიწვევს მისი ავტორიტარული რეჟიმის დამხობას“.

„გასაგებია, რომ ივანიშვილი სტაფილოს წვენს რომ მიირთმევს და დასასვენებლად დაწვება, ღამის კოშმარად ესიზმრება არაძალადობრივი რევოლუცია, მშვიდობიანი დამხობა. ამიტომ მისი პროპაგანდისტები ცდილობენ პროპაგანდის გამოყენებით, სტიგმატიზირება მოახდინონ იმ ძალიან ლეგიტიმური, დემოკრატიული პროცესის, რასაც ჰქვია არაძალადობრივი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა. მე წარმოვადგენ პარტიას, რომელმაც სწორედ მშვიდობიანი რევოლუციის გზით ჩვენს ქვეყანაში ერთხელ უკვე შეცვალა ავტორიტარული მმართველი და დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც, როდესაც ხალხის ერთიანობით, ხალხის კონსოლიდაციით, ის ბრაზი რომელიც არსებობს ივანიშვილის „რუს - ქოცური“ რეჟიმის წინააღმდეგ, კონვერტირდება მშვიდობიან რევოლუციაში. ასე რომ, რამდენიც არ უნდა უყუროს ძილისპირულისას პროპაგანდისტულ არხებს ივანიშვილმა, ძალიან სწორად ეშინია, რომ ხალხის ბრაზი კონვერტირდება მშვიდობიან, არაძალადობრივ რევოლუციაში, რომელიც გამოიწვევს მისი ავტორიტარული რეჟიმის დამხობას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა