ალეკო ელისაშვილი - თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი კახა კალაძე კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ნაძალადევში ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის

ტერიტორიაზე 51 კორპუსის აშენება იგეგმება.

როგორც ელისაშვილმა ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ნაცვლად იმისა, რომ ეს სივრცე მერიას გამოესყიდა და რეკრეაციულ-მწვანე ზონად ექცია, „კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს დედაქალაქს“. ელისაშვილის თქმით, „კახა კალაძე არის ყველაზე მექრთამე მერი, რაც კი თბილისს თავისი არსებობის განმავლობაში ჰყოლია“.

„თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე, კორუმპირებული მერი კალაძე, რომელიც ჯერ კიდევ მერია, კიდევ ერთ ურბანულ კოშმარს უმზადებს ამ ქალაქს. ჩვენ ახლა ვართ ნაძალადევში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე. ეს ქარხანა არ ფუნქციონირებს და ქალაქის უშუალო შუაგულში არის მოქცეული. ქალაქის ნებისმიერი პატიოსანი ხელმძღვანელი, ნებისმიერ ცივილიზებულ ქალაქში ცდილობს, რომ ასეთი ტერიტორიები ქალაქის სასარგებლოდ გამოიყენოს, ააშენოს პარკები, რეკრეაციული ზონები, სკვერები, სათამაშო მოედნები, სპორტული ობიექტები, იყოს მშენებლობაც, მაგრამ ძალიან მიზერული. ასეთი შესაძლებლობები და ტერიტორიები, რომელიც ძალიან ცოტა დარჩა თბილისის შუაგულში, მაქსიმალურად ხალხის და ქალაქის ინტერესებისთვის უნდა გამოიყენოს. რას აკეთებს კალაძე?“ - განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ნინო წილოსანთან ერთად მოწილე იყო „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე, რომლებმაც შემდეგ ეს ტერიტორია გაყიდეს.

„ვინ იყიდდა თუ არა კალაძის „მარჯვენა ხელი“, მისი კორუფციული სქემის შემოქმედი და ბუღალტერი, ილია წულაია. აქაც აპირებენ ააშენონ 51 კორპუსი. 15-სართულიანზე ნაკლები არ იქნება არცერთი, ეს გეგმა შეითანხმეს აპრილში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მფარველობს კალაძე. ყველაზე მექრთამე მერი, რაც კი თბილისს თავისი არსებობის განმავლობაში ჰყოლია“,-განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში