Reuters - ბრაზილიისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა BRICS-ისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს

ბრაზილიისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა BRICS-ისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ლუის ინასიუ ლულა და სილვამ და სი ძინპინმა ორშაბათს ერთი საათის განმავლობაში მულტილატერალიზმის დაცვაში BRICS-ისა და „დიდი ოცეულის“ როლზე ისაუბრეს. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორივე ქვეყნის ეკონომიკებს შორის ახალი ბიზნეს შესაძლებლობების მოძებნის აუცილებლობას“, - ნათქვამია ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ახლა „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ისტორიაში საუკეთესო ეტაპზეა“.

„ორივე ქვეყანამ ერთად უნდა იმუშაოს გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი