ლევან მახაშვილი - რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები, ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ და გვესმის მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის საკითხით

რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები, ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ და გვესმის მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის საკითხით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილის თქმით, არაერთი მცდელობა იქნება საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის და მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტივობა და მათი მხრიდან იმის დაფიქსირება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას.

„საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო მთელი რიგი რეფორმების სრულყოფილად განხორციელების და ევროკავშირის უსაფრთხოების განუხრელად დაცვის გამო. ამ საკითხის ეჭვქვეშ დაყენება, მათ შორის, „ოჯახური ღირებულებების“ კანონის, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გამო არის სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო და ეს არის მოსახლეობის წინაშე ცრუ დილემის დაყენება.

იქნება არაერთი მცდელობა საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის და მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის. რა თქმა უნდა, თუკი რაიმე ბერკეტი და რესურსი არსებობს, ბრიუსელის ბიუროკრატია ამას გამოიყენებს, მაგრამ სწორედაც ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოსახლეობის აქტივობა და მათი მხრიდან ძალიან მკაფიო ხმა და თქმა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას მათ შორის, იმ პოლიტიკას, რასაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო არჩევანი საქართველოს მოსახლეობის ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველასთვის, ვინც ცდილობს საქართველოზე თუ მის ხელისუფლებაზე ზეწოლას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს